სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     შსს 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

    "გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ბრალდებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ, არის მცდარი.

    საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროვებთ ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და დადგენილ გარემოებებს:

    1. ბრალდებულის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ეკუთვნის გარდაცვლილ არასრულწლოვანს;

    2. შემთხვევის ადგილზე - სახლის სარდაფიდან ამოღებული სისხლის ლაქა ასევე ეკუთვნის გარდაცვლილს;

    3. ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელზე ჩატარებული ექსპერტიზითაც დგინდება, რომ ვიდეოში გამოსახული გოგონა არის გარდაცვლილი არასრულწლოვანი, ხოლო ვიდეოში არსებული მამაკაცის ხმა ეკუთვნის ბრალდებულს.

    რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასახელებულ "ურიკას" და სარეცხი საშუალების ბოთლიდან ანაბეჭდების კვალს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ "თითის კვლები ფრაგმენტების სახით უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. "ეს დასკვნა არ მიუთითებს, რომ ის ეკუთვნის სხვა პირს და არც უარყოფს, რომ ეკუთვნის ბრალდებულს.

    გამოძიება ამ ეტაპზე ელოდება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებს. ასევე დგინდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვადასხვა ნივთებზე (სულ არის 82 კვლევის ობიექტი) არის თუ არა გარდაცვლილის და ბრალდებულის გენეტიკური პროფილები. რამდენიმე დღეში გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა", - განუცხადეს "პირველს" უწყებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved