სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     გრიპით დაავადებულთა ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობამ 39-დან 44-მდე მოიმატა. საქართველოში გრიპის ეპიდემია ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.

    „ეს ნიშნავს, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების 13 შემთხვევაა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ასევე იყო თანმდევი დაავადებები, გარდაუვალი გართულებების პროცენტი და მკურნალობის დაგვიანებული დაწყება.

    მიმართვიანობა გაზრდილია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. თუ მიმართვიანობა იყო 420, დღეს არის 602. ეს ირიბად რომ ვთქვათ, კარგია, რადგან პაციენტები დროულად მიმართავენ ექიმს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

    მისი თქმით, ანტივირუსულ მედიკამენტებზე დეფიციტი არ არსებობს. თუ სადმე პრეპარატის დეფიციტია, ვახდენთ შევსებას. უკვე 800 კოლოფი გვაქვს მიწოდებული პაციენტებისათვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved