სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. მათივე ცნობით, შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები.

    ასევე 21 იანვრამდე შეჩერდა სწავლა ილიაუნიში.

    „გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11-დან 21 იანვრამდე“, – ნათქვამია ილიაუნის განცხადებაში.

    სწავლა შეჩერდა თბილისის სამხატვრო აკადემიაშიც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტშიც. ჯერჯერობით უცნობია რას მოიმოქმედებენ კერძო უმაღლესი სასწავლებლები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved