სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) თურქეთი კანაფის წარმოებას იწყებს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში ადგილობრივი თვითმმართველობის სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

    მისი თქმით, თურქეთმა კანაფის მოყვანა მტრების გამო შეწყვიტა, რომლებიც თავს მეგობრებად ასაღებდნენ. მისივე განცხადებით პოლიეთილენის პარკებს თურქეთმა „ომი" უნდა გამოუცხადოს და მისი ჩანაცვლება კანაფისგან მოქსოვილი ბადე-ჩანთებით უნდა მოხდეს.

    „პოლიეთილენის პარკები მიწაში არ იშლება 500, 750 და 1000 წელი. ჩვენ მტკიცედ გამოვუცხადეთ მათ ომი. მე მახსოვს, რომ ჩემი მშობლები აკეთებდნენ ნაქსოვ ჩანთებს, საყიდლების შემდეგ მათ არ ყრიდნენ, რეცხდნენ და ისევ იყენებდნენ. ეს მიწასთან მეგობრობაა. ჩემს მშობლიურ პროვინციაში, რიზეში მოჰყავდათ კანაფი, რომლისგანაც ასეთი ჩანთებისთვის ქსოვილს ამზადებდნენ. მტრებმა, რომლებიც თავს მეგობრებად გვაჩვენებდნენ, კანაფი ჩვენი ქვეყნიდან მოაშორეს.

    რიზეში ახლა კანაფი არ მოჰყავთ და ჩვენ მის იმპორტირებას ვახდენთ, ისევე როგორც იმ პროდუქციების, რომელიც კანაფის საფუძველზე მზადდება, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ჩვენი სოფლის მურნეობის სამინისტრო ამ თემაზე მუშაობას დაიწყებს და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგება, ჩვენ ისევ დავიწყებთ კანაფის მოყვანას."- განაცხადა ერდოღანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (11.01.2019)
    სვანეთში და დასავლეთ საქართველოშიც კარგად იყენებდნენ კანაფის თოკებს. ისეთი ჟრიამული ატყდა საქართველოში ამ მცენარეზე, თითქოს ოდითგანვე არ მოვიხმარდით მას. ბაზარი უკვე გაჯერებულია, ახლა ვის რად უნდა ჩვენი ამ მხრივ გააქტიურება, უკვე დაგვიანებულია --წ ა ვ ა გ ე თ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved