სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ შუქრუთის მკვიდრი 29 წლის ანატოლი სილიშიკი სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

    ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა უკრაინაში, დედასთან წასულიყო, თუმცა მამის განცხადებით, მას პასპორტი არ ჰქონდა.

    ცნობილია ისიც, რომ 29 წლის მამაკაცის ყველა ტანსაცმელი ქამრის გარდა, მეზობლის ეზოში იპოვეს.

    "24 საათის გასვლის შემდეგ პოლიციას მივმართე. პოლიციამ მიტოვებული სახლები, ტყე, კარიერი და სოფლის გარშემო ყველა ადგილი მოიარეს, თუმცა ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერსად იპოვეს,"- ამბობს დაკარგული მამაკაცის მამა ნუგზარ მეფარიძე.

    წყარო: topnews.com

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved