სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 28 წლის ჩოხატაურელი ვაკო ბერძენიშვილი ქუთაისის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი დღის წინ დაიღუპა.

    როგორც "გურიის მოამბეს" ჩოხატაურში არებული სამედივინო ცენტრ "მამქოლის" ხელმძღვანელმა, თემურ კორიოშინაძემ განუცხადა, ახალგაზრდა კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ერთი კვირის წინ მიიყვანეს, ის იმ დღესვე გადაიყვანეს ქუთაისში, ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ორი დღის წინ კი გარდაიცვალა.

    გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    "ვაკოს ისედაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ვირუსი ამიტომაც გაურთულდა. ექიმებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს. ერთი კვირა იწვა რეანიმაციაში", - ამბობს "გურიის მოამბესთან" გია ბერძენიშვილი.

    გარდაცვლილი სოფელ ფარცხმაში ცხოვრობდა. ამ დროის მონაცემებით, სულ ვირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved