სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის გოგონა დაიღუპა.

    ახლობლების განცხადებით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც გამათბობელი იყო დამონტაჟებული.

    გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც "პირველ არხთან" „ავერსის" კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა ებრალიძემ განაცხადა, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.

    როგორც ადგილზე აცხადებენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

    გარდაცვალების ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. მიმდინარეობს გამოძიება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved