სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) მარნეულში 15 წლის მოზარდი ბუნებრივი აირით მოიწამლა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

    როგორც ავერსის ემერჯენსის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ამბობს, მოზარდი საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს.

    "აფსოლუტურად ყველა კლინიკური ნიშანი იყო გვამი. გვამური ლაქებიც კი იყო. როგორც ჩანს, ეს ბავშვი გვიან ნახეს. შემოსვლისას გვამი დაფიქსირდა, ჩატარდა 45 წუთის განმავლობაში პროტკოლით გაწერილი რეანიმაციული ღონისძიებები ვალის მოხდის მიზნით და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი" - ამბობს ხათუნა ებრალიძე "რადიო მარნეულთან".

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved