სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე შეწყალების კომისიის თანამდებობის დატოვების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს შეუერთდა. იგი აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს. ინფორმაციას "2020news.ge" ავრცელებს.

    ზვიად ქორიძე შიდა მონიტორინგის სისტემის სრულყოფასა და მაუწყებლის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს, ასევე ჩაერთვება დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში.

    რამდენიმე კვირის წინ ზვიად ქორიძემ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved