სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     (რეზონანსი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებას, რომელმაც ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს "არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსები" უწოდა ეკა ბესელია გამოეხმაურა.

    ბესელიას თქმით, თავად რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა მეთოფიშვილი სამართალს ამრუდებდა.

    "მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა. სამწუხაროა ასეთი მოსამართლის ხელში მართლმსაჯულება. ბატონი მეთოფიშვილის გამონათქვამები არ იმსახურებს ჩემს კომენტარს. მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი ეს ადამიანი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა.

    გადახედეთ მის საქმეებს, ყველაზე რეპრესიული რეჟიმის დროს 2009-11 წწ იყო ადმინისტრაციულ კოლეგიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას. დაჩი ცაგურია ახსოვს ნეტა? შორს წამიყვანს ჩამონათვალი. ალაპარკეთ მეტი და ნაკლები ახსნა დაგვჭირდება რის დაცვას ვცდილობთ და ვისგან."- აცხადებს ბესელია "ინტერპრესნიუსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (15.01.2019)
    მართალს ამბობთ ქ-ნო,ყველამ იცის ამ მოსამართლის არა კეთილსინდისიერი მუშაობა,ამაზე წლეების წინათაც ამბობდნენ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved