სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.01.2019

     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ფაროსანას პრობლემის სრულად დაძლევა, საერთაშორისო გათვლებით 3 წლის ვადაში მოხდება, ამ პროცესში კი ფერმერების ძლისხმევა გადამწყვეტია.

    „სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, ფაქტობრივად კონტროლზე ავიყვანეთ პრობლემა, რომელმაც თავი 2016 წელს იჩინა. 2017 წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველო ფაროსანას პრობლემას სრულად 3 წლის ვადაში დაძლევს. 2019 წელს ჩვენ გვექნება უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელიც 2017-18 წლების გამოცდილებას ეფუძნება. თუმცა გამოწვევად რჩება პროცესში თავად ფერმერების ჩართულობა. ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს ეს ღონისძიებები და თავის მხრივ მიიღოს ზომები, რათა საკუთარი მოსავალი ფაროსანასგან დაიცვას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

    „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია მზადაა ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინაამღდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved