სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     (რეზონანსი) "ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია" - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქზე წერს.

    "უკრაინის ავტოკეფალია ესაა რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისი. ეს ელემენტარული საკითხია. ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კომფორმისტია.

    ორივე ცუდია, რადგან მამულიშვილობა და ქრისტიანობა ვერც შიშს გუობს და ვერც მონობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების და ეკლესიების თავისუფლებას და წარმატებას საერთო მტერი ჰყავს იმპერიული რუსეთის და მისი საპატრიარქოს სახით. დღეს საქართველოს ზედა ეშელონებში წამოსკუპებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორია ულმობელ მსჯავს დაადებს მათ და სერგო ორჯონიკიძეების და დიმიტრი აბაშიძეების გვერდით, სამარცხვინო ბოძზე მიუჩენს მათ სახელებს ადგილს.

    რუსული იდეოლოგიური მანქანა ყოველნაირად ცდილობს შეაფერხოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობის და აღიარების პროცესი, მაგრამ მათი გავეშებული ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, მოსახდენი მოხდა: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, ვითარცა დედა-ეკლესიმ შვილ-ეკლესიას, მიანიჭა ავტოკეფალიის ტომოსი კანონიკური პროცედურების სრული დაცვით", - წერს დეკანოზი ფეისბუქზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved