სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     (რეზონანსი) შემოდგომაზე ჯვრისწერა და პატარა ქორწილის გადახდა გვინდოდა, მაგრამ ასე ცუდად დასრულდა ყველაფერი, - ამის შესახებ განცხადებას მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილი მეუღლე თამარ ორაგველიძე აკეთებს.

    ზუზუ ბეჟაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ცოლი შეირთო. მან და თამარ ორაგველიძემ ერთმანეთი 2 წლის წინ გაიცნეს. თამარი მაშინ თურქეთში მუშაობდა. დაქორწინებას ხელი არ შეუშლია და ისევ სამსახურს დაბრუნებოდა.

    "ჩვენი სიყვარული ძალიან ლამაზი იყო და კარგად ვგრძნობდი თავს მის გვერდით. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ეს სიშორე ძალიან ცუდი იყო. ყველაზე მეტად იმ დაკარგულ დღეებსა და დროს ვნანობ, როცა მის გვერდით არ ვიყავი.

    კამერას ჩავრთავდი ხოლმე თურქეთიდან და ვიტყოდით, მოდი, ყავა დავლიოთ-მეთქი. ის აქ იდუღებდა ყავას, მე იქ. ვსვამდით და თან ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ვხუმრობდით, სამომავლო გეგმებს ვაწყობდით. მიყვებოდა, სად იყო და რას აკეთებდა. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. არც ის იყო ეჭვიანი, მაგრამ მესაკუთრე იყო. მესაკუთრე მეც კი ვარ. რამდენჯერმე კი მისაყვედურა, მანდ ხარ და არა ჩემ გვერდითო.

    პერიოდულად ჩამოვდიოდი. იქ რომ სამსახური მიმეტოვებინა, საქართველოში სამსახურის შოვნა არ არის ადვილი, თორემ ერთი დღე არ გავჩერდებოდი. ზუზუს კი თავისი საქმე იმდენად უყვარდა, მე ვერ დავაძალებდი, მიატოვე ყველაფერი და წამოდი-მეთქი. სულ ჰქონდა იმედი, რომ რაღაც გამოჩნდებოდა.

    ბოლოს დიდი პაუზა ჰქონდა შემოქმედებაში და ამას ძალიან განიცდიდა. იმედს არ კარგავდა, ვიცი, ჩემი ფილმი მალე გამოჩნდება და საოცრებას მოვახდენო, ამბობდა. შემოდგომაზე ჩემთან აპირებდა ჩამოსვლას ალბათ 10 დღით. მერე ალბათ მეც ჩამოვიდოდი", - ამბობს ორაგველიძე "სარკესთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved