სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     (რეზონანსი) ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

    თვითმხილველების თქმით, ავტომაქანა სწრაფად მოძრაობდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.

    გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved