სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     (რეზონანსი) პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას უარყოფითად აფასებს ანალიტიკოსი გია ნოდია.

    ანალიტიკოსის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია მხოლოდ ცილისწამების კანონთან დაკავშირებით ჰქონდა, დანარჩენ საკითხებზე მისი გზავნილია, რომ „ის არაფერ შუაშია".

    „ერთადერთი საკითხი, რაზეც მას პოზიცია აღმოაჩნდა, ეს იყო ცილისწამების საკითხი, რაც პრაქტიკულად, ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ფიქრს. მას არ განუმარტავს რა და როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე ის ფიქრობს, რომელიც შეიძლება შემდგომ რაღაც ფორმით დაიცვას. სხვა საკითხებზე მისი გზავნილია, რომ ის არაფერ შუაშია", - განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved