სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    12.01.2019

     (რეზონანსი) ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს" 13 ათასი კოლოფი უკვე საქართველოშია.

    როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, 13 000 სამკურნალო დოზა სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება.

    მისივე თქმით, წამლის გადანაწილება სამი მიმართულებით მოხდება.

    "პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა- აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში.

    "მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved