სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.01.2019

     (რეზონანსი) რუსთავში, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 22 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    როგორც კლინიკა „რუსთავის" ნეიროქირურგმა მიხეილ გურასპიშვილმა განაცხადა, პაციენტს თავის ტრავმის გამო ამნეზია აქვს და არ ახსოვს რა შეემთხვა.

    „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ჰერმოდინამიკის და სუნთქვის პარამეტრებიც სტაბილურია. მას თავის ტრავმის გამო ამნეზია აქვს, არ ახსოვს თუ რა მოხდა და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება", - განაცხადა მიხეილ გურასპიშვილმა „ინტერპრესნიუსთან"

    გუშინ, რუსთავში 22 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved