სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.02.2019

     საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მდებარე კონგრესების სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ასეთი რამ განაცხადა:

    "ჩვენი ღონისძიება თურმე რით მოვაწყეთ, იცით? ხელოვნების მუზეუმიდან კუები გავიტანე მე, გავყიდეთ ბირჟაზე და ამ კუებით მოხდა ავტობუსებით ხალხის შემოყვანა ბელგიის შუაგულში. მე თქვენ გეტყვით, ივანიშვილი უბრალოდ კი არ ტყუის, ყველაფერს სარგებლით აკეთებს. თან თქვენი დისკრედიტაცია უნდა, თან ხელოვნების მუზეუმის შენობის დათრევა უნდა "პანორამა თბილისისთვის", თავისი ბოსელისთვის, რომელსაც აშენებს თბილისის ცენტრში. ამიტომ გაუბაზრა დირექტორს, რომ იქიდან მოპარულია კუები, პრეზიდენტის ინსტიტუტს ანადგურებს და ხელოვნების მუზეუმი გადააქვს პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც სულაც არ არის ამისთვის მორგებული. შენობას იგდებს ხელში, დირექტორს იშორებს და თქვენს დისკრედიტაციას ახდენს.

    ტყუილი უბრალოდ ტყუილი კი არ არის, ყველა ტყუილს აქვს ფასი მისთვის რამდენ ფულს ჩაიდებს კიდევ ჯიბეში. იქით არის ტყუილი და აქეთ არის სიმართლე, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რაზეც ვლაპარაკობთ და ჩვენ არასდროს გაკადრებთ ტყუილს. მწარე სიმართლესაც გეტყვით და ტყუილს ნამდვილად არ გაკადრებთ", – განაცხადა სააკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (11.02.2019)
    არა მგონია ივანიშვილს ფული აკლდეს რომ ამ ხერხებით იშოვოს,შენ იკითხე მიშა სად წაიღე საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოსული თანხები.თუ რამე ააშენე,ისევ ბიზნესმენებს ახდევინებდი და შემოსული თანხები ვალად დაადევი საქართველოს ბიუჯეტს და ამით მოსახლეობა დაზარალდა.გეყო ტყუილები,რაზე იკლავ თავს არ ვიცი,არ გეყო 9 წელი სავარძელში ჯდომა?ჩვენ თუ ამ მთავრობაზე გული გვტკივა,მხოლოდ იმიტომ რომ კოჰაბიტაცია შემოიღო და ამით დამნაშავეები ისევ დაუსჯელი დატოვა.იცხოვრე იქ სადაც შენ ისურვე,საქართველო შენ თვითონ უარყავი და დათმე მოქალაქეობა უკრაინის გამო ასე რომ რა გეთქმის?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×