სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     ტრაგედია დატრიალდა რუსთავში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. როგორ მოგვიანებით გაირკვა, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის, თუმცა ოჯახის ახლობლების თქმით, ეს ტყუილია და მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის. მათივე თქმით, გარდაცვლილი ბიჭუნა ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და ბიძას ბავშვი უზომოდ უყვარდა.

    "ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია

    სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს.  ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო", - აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

    ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლაშა კი­ლა­ძემ ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძმის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ნარ­კო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის (სა­ვა­რა­უ­დოდ მა­რი­ხუ­ა­ნას) ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ შე­მო­იყ­ვა­ნეს. მას არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მწვა­ვე ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ში­ში მოქ­მე­დე­ბა, კი­თხვებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხობ­და და მან უარი გა­ნა­ცხა­და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა­ზე.

    მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტი ვ.ი. კლი­ნი­კა­ში გუ­შინ თან­მხლებ­მა პი­რებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 21:45 სა­ათ­ზე, მი­იყ­ვა­ნეს. ისი­ნი გან­მარ­ტავ­დნენ, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­მოქ­მე­დე­ბის დროს ის აგ­რე­სი­უ­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა, კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის დროს, მას არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მწვა­ვე ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

    ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, უარ­ყოფს ახ­ლობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში პა­ცი­ენტს 3000 ლარი მოს­თხო­ვეს და გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არ გა­კერ­თბუ­ლა, ვი­ნა­ი­დან მა­მა­კაც­მა კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ნა არ ისურ­ვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved