სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

    როგორც ნათია მეზვრიშვილი „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ბავშვებზე ძალადობის თემა ძალიან სენსიტიურია.

    „ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც არის და ეს უმძიმესია. ესეც ის თემაა, რაზეც ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

    შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს 9 თვის განმავლობაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 300 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ­ როცა ანალოგიურ პერიოდში,­ 2017 წელს - 257, ხოლო 2016 წელს 336 შემთხვევა. აქედან 2017 წელს არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის­ 174 ფაქტია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×