სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ბელგიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას შოუს უწოდებს.

    როგორც ძაბირაძემ "2020NEWS"-თან საუბარში განაცხადა, სააკაშვილს დაძაბულობის გადმოტანა საქართველოში უნდა. მისივე თქმით, თუ სააკაშვილმა მოახერხა და საზოგადოებაში დაძაბულობას შექმნის, მაშინ ის გაიმარჯვებს.

    "სერიოზულ შეფასებას ვერ მივცემ, ეს იყო შოუ. მოკლედ, რომ ვთქვა ეს იყო პიარი. ადამიანი აქტიურობს, ცდილობს რომ მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში, ამიტომ აკეთებს ასეთ შეხვედრებს. პოლიტიკურ აქტიურობას ამჟღავნებს და ამისთვის სჭირდება ეს შეხვედრები. ამ შეხვედრის დროს ცუდი იყო ის, რომ ემიგრანტების ნაწილმა ამ პიარის ჩაშლა მოინდომეს და დაიწყეს იქ კონფლიქტი. რა თქმა უნდა ჯობდა ეს არ ყოფილიყო", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "2020NEWS"-თან საუბარში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    კოტე   (11.02.2019)
    გეთანხმებით ბატონო ვახტანგ.მაგრამ მიშა ვერ შეძლებს ხალხის მობილიზებას,სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მას ჩაეშლება,რადგან მობეზრდა ხალხს ამბოხი,მუდმივი დაპირისპირება.ვაცალოთ უნდა ამ მთავრობას მუშაობა,ამასობაში თუ ხალხი ისევ უკმაყოფილო დარჩა შექმნიან ახალ ძალას,უსისხლო ძალას მიშას გარეშე.რადგან მის გამო მოსახლეობა აზრებით იხლიჩება

    ლინდა   (11.02.2019)
    ბ-ო ვახტანგ! ამჯერად თქვენს მოსაზრებას ვეთანხმები, ერთის გარდა. იქ სამარცხვინო აქცია სუს-ის თანამშრომლებმა და აქტიურმა ზომბირებულმა სპრტსმენებმა მოაწყეს, მაგრამ სამარცხვინოდ ჩაეშალათ. ევროპაშიც ყველამ ნახა, რამდენად გათახსირებულია ოცნება და ქოცვირთხები.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved