სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) "13 წლის გოგა დღეს ცოცხალი იქნებოდა ამ ქვეყანაში წესიერად რომ ფუნქციონირებდეს შსს და ჯანდაცვის სამინისტრო", - ამის შესახებ რუსთავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გზირიშვილი"ფორტუნასთან" აცხადებს.

    "ამ უწყებების კისერზეა, ანგელოზის 12 ჭრილობა რომელმაც სიცოცხლე დაუსრულა!

    ჩემს მეგობრებს, ბიძა რომელმაც მოკლა თავისი ძმისშვილი, მიყვანილი ყავდათ წინა დღეს სამედიცინო დაწესებულებაში და რეაგირება იყო ნული, თუ 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნას არ ჩავთვლით ფსიქიატრიულიდან.

    მისი მეზობლებიც და მეუღლეც მოითხოვდნენ რომ რეაგირება ყოფილიყო, იხვეწევოდნენ დაგვხოცავს ყველას, რამე ქენითო. მეუღლემ ღამე თავზე დანით დამადგა უკვე რამდენჯერმეო.

    მამა წინა დღეს ცემა.

    სახლში რომ ყოფილიყო ვინმე, ბავშვის ბედს გაიზიარებდა.პოლიციელები პირად საუბარში ამბობენ, რომ ფსიქიატრიულში ბევრჯერ დაეზარათ დამატებითი საქმე და არ მიიღეს ადრეც ბევრი პაციენტი, უბრალოდ ასეთი შედეგი არ მოჰყოლიაო", - განაცხადა გზირიშვილმა "ფორტუნასთან".

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×