სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის ოჯახ­მა 2018 წელს 3 ბინა, ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი და სარ­და­ფე­ბი იყი­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, დე­პუ­ტა­ტის ოჯახ­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა­ში შარ­შან, 382 000 დო­ლა­რი და 500 ლარი და­ხარ­ჯა.

    კერ­ძოდ, 31 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქუც­ნაშ­ვილ­მა 2018 წელს 500 ლა­რად 2,4 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბი­სა და 1 000 დო­ლა­რად 16,26 კვ. მეტ­რის ორი სარ­და­ფი შე­ი­ძი­ნა თბი­ლის­ში; გან­ვა­დე­ბით იყი­და დე­და­ქა­ლაქ­ში 2,48 კვ. მეტ­რის ბინა, რომ­ლის სა­ფა­სუ­რიც 40 000 დო­ლა­რია; ასე­ვე გა­სულ წელს დე­პუ­ტატ­მა 230 000 დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის იპო­თე­კუ­რი სეს­ხით იყი­და თბი­ლის­ში 915,61 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სარ­და­ფი, ბინა, ანტრე­სო­ლი, სხვე­ნი.

    რაც შე­ე­ხე­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რებს, 2018 წელს დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლემ სტე­ფან­წმინ­და­ში 888 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი 35 000 დო­ლა­რად; ხოლო მის­მა მა­მამ იპო­თე­კუ­რი სეს­ხი­სა და პი­რა­დი სახ­სრე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლის­ში 85,86 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა 76 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

    გარ­და ამი­სა, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი ფლობს 136 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­სა და 36,7 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვეთს თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზა­რი­ძე­ებ­ში; ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 36,7 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: 450 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი დაბა სი­ონ­ში; 88,57 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში; 59,99 კვ. მეტ­რის ბინა თბი­ლის­ში; თი­ა­ნეთ­ში, ხევ­სურთსო­ფელ­ში მდე­ბა­რე 602 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი­სა და 345,92 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის 70%-70%-იანი წი­ლე­ბი. დე­პუ­ტატს ეკუთ­ვნის ასე­ვე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი - Toyota Land Cruzer Prado.

     

    "ამბები.ჯი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved