სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) დამნიშნონ მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

    ამასთან, ინაშვილმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ და დააკავონ.

    "მაინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მას რამდენი ბრალი აქვს წაყენებული საქართველოში. დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ იგი საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც "ნაციონალურ მოძრაობას" უწერს NDI და რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. "ნაცმოძრაობასა" და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება. ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ეს ჩემი შეთავაზებაა "ქართული ოცნებისადმი". სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    ცნობისთვის, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და აქტივისტები.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    sos!   (12.02.2019)
    მიშა თვითონ დაიხრება ბორკილის გასაკეტებლად

    სიმართლე   (11.02.2019)
    ამის ფანტაზიებსხომ არა ააქვს საზღვარი!!ფსბ-ს აგენტი კვიციანი დააკავე პირველ რიგში,მიშას კი ძალიან დაბალი ხარ და ბოლომდის ვერ შესწდები!!სად დაადებ ბორკილებს????

    გალელი   (11.02.2019)
    საყურადღებოა.ყიჩაღი ქალი ბრძანდებით ქ-ნო ირმა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×