სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) 2019 წლის ივლისიდან კანონი უნდა ამოქმედდეს, რომელიც მძღოლებს ახალ სადაზღვევო ვალდებულებებს უჩენს. რეგულაციის მიღებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს. ამ კანონპროექტით, საკუთარი მანქანის დაზღვევა ძველებურად არასავალდებულოა, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევებში მესამე პირის რისკების დაზღვევა აუცილებელი ხდება. 

    კანონპროექტის თანახმად, წლიური სადაზღვევო პრემია ავტომობილების კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. აქ მნიშვნელვანი ფაქტორებია ავტომანქანის გამოშვების წელი, ძრავის მოცულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი. მოტოციკლის შემთხვევაში წლიური გადასახადი 75-დან 110 ლარამდე იქნება, მსუბუქი მანქანის შემთხვევაში - 100-დან 150 ლარამდე, ავტობუსის შემთხვევაში - 160-დან 240 ლარამდე, სატვირთო ავტომობილზე - 210-დან 310 ლარამდე, მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის- 50-დან 75 ლარამდე, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის კი - 60-დან 90 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მძღოლები არ იქნებიან ვალდებულნი, რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში დაეზღვიონ - სადაზღვევო კომპანიას ისინი თავად აირჩევენ.

    სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის ზარალის სრულ ანაზღაურებას ითვალისწინებს. ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მთლიანობაში, 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო თითოეული დაზარალებულისთვის 30 000 ლარით განისაზღრება. რაც შეეხება ქონებისთვის მიყენებულ ზიანს, თითოეულ შემთხვევაზე, ჯამში, 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო თითოეულ დაზარალებულზე - 25 000 ლარი. შესაძლოა, კანონის ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოქმედდეს ბონუსის სისტემაც, რომელიც კარგი ავტოსაგზაო ისტორიის მქონე მძღოლებს წაახალისებს.

     

     

    "იმედინიუსი"

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved