სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     ხოშარაულის ქუჩაზე სავარაუდოდ, მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველმა მოადგილემ მანანა გელანტიამ განუცხადა.

    "43 წლის ქალი ზურგში, მესამე ნეკნის არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა კლინიკაში. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემოყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო. ამჟამად გადაყვანილია განყოფილებაში", - აღნიშნა ექიმმა.

    მისი თქმით, ქალი სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკითხავთ. 

    "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ხოშარაულის ქუჩაზე დაჭრილი 1973 წელს დაბადებული ქალი ცივი იარაღით, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved