სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     საქართველოში საფოსტო გზავნილებზე 2-ლარიანი გადასახადი დაწესდა. ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეები უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ და „საქართველოს ფოსტას“ აგრესიულად აკრიტიკებენ. ახალი გადასახადის დაწესებას ფოსტა სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

    „საქართველოს ფოსტისთვის“ მეტად მტკივნეული იყო ტარიფის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა განპირობებული იყო საერთაშორისო საფოსტო რეგულაციების ცვლილებებით, რომლებმაც, თავის მხრივ, გამოიწვიეს „საქართველოს ფოსტის“ დანახარჯების ზრდა გარკვეული ტიპის (საქონლის შემცველი საერთაშორისო გზავნილები) საფოსტო გზავნილების მომსახურებაზე.

    ფოსტა წარმოადგენს საფოსტო ოპერატორს, რომლის ფუნქციაც საფოსტო გზავნილების მიღება, დახარისხება და ჩაბარებაა. საფოსტო რეგულაციების მიხედვით, საფოსტო გზავნილად მიიჩნევა ერთი პირის მიერ მეორესთვის (მიუხედავად იმისა ნივთი მეგობრის მიერ გამოგზავნილი საჩუქარია თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთია) საფოსტო ქსელის გამოყენებით გაგზავნილი ნივთი, მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულებისაა ის.

    სწორედ აღნიშნული გახლავთ იმის მიზეზი, რომ საფასური დაწესდა, არა გზავნილის შიგთავსის ღირებულების მიხედვით, არამედ თითოეულ გზავნილზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (12.02.2019)
    რა მოხდა მერე ტუ ორი ლარი დააწესეს. ნეტავ ვინმე რამეს გამომგზავნიდეს იქით გადავიხდიი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved