სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

    13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, 29 წლის  ვალერი ირემაძეს ბრალი წაუყენეს.  მას ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც არასრულლწლოვნის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას წინასწარი შეცნობით გულისხმობს.

    გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

    სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.

    რატომ არ დაიტოვეს მედიკოსებმა ვალერი ირემაძე კლინიკაში, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე? დაკავებულის მეგობრები ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკას ადანაშაულებენ, რასაც ექიმები კატეგორიულად უარყოფენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved