სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ სასულიერო პირის ფოტოს გამოეხმაურა.

    ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში წერდნენ, რომ "ბენტლი" მღვდლის საკუთრება იყო, რომლის ფასი ასეული ათასი ლარია.

    "არ ვიცი ,,ბენტლი" ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ...

    თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთისმსახურებს კატეგორიებად...

    მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად. სხვას კი სასაცილოდ იგდებენ...

    ასეთი მიდგომით არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.

    ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი სამწუხაროდ იმდენი ჩამოყალიბდა რამდენიც მღვდელია...

    ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და ,,ბენტლით" ჩავუარო, დარწმუნებული ვარ გაჩერების სურვილი არ ექნება...

    ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს", - წერს პეტრე კოლხი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ar daijero   (14.02.2019)
    tu manqana moparuli ar aris iaros, ratom gshurt?! adamianma ighvawa ighvawa da ghmertisgan miigo! tqvenc ighvawet da miigebt

    მორწმუნე თომა   (12.02.2019)
    ჯერ ერთი, ვინ მოგახსენათ, რომ "ბენტლი" 200 000 ღირს? ბოლო მოდელი, რომელშიც პატივცემული ღვთისმსახურია გადაღებული, ღირს 391.000 & ! (შეგიძლიათ დაგუგლოთ). მეორეც, რა არის გასაკვირი? - მაცხოვარიც ხომ "ბენტლით" შევიდა იერუსალიმში!..

    dato   (12.02.2019)
    imito ro mere gamova da shesawiris yuts dadgavs, da tviton 200000$iani manqana yavs,

    tamunaaa   (12.02.2019)
    mamaoc adamianiia xalxnoo shen tugaqq ifkebaa yvelaperi sauketeso gyavdet ratom araaqvs mamaoss🥴 nugansjit sxvasss


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved