სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) ავტობუსის მძღოლი, რომელიც წყნეთში ავარიაში მოყვა, ამბობს, რომ შემთხვევა სავარაუდოდ მუხრუჭის გაუმართაობის გამო მოხდა. მძღოლის თქმით, ავტობუსს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი ჰქონდა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

    ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში დილით მოხდა. თბილისიდან მიმავალი ყვითელი ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

    ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობს. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved