სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) ქალაქში გასვლამდე ყველა ავტობუსის ტექნიკური შემოწმება ხდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკეთებენ.

    კომპანიის წარმომადგენელი თამაზ რობაქიძე ადასტურებს, რომ ავტოპარკი მოძველებულია, თუმცა ტექნიკურ გაუმართაობას კატეგორიულად უარყოფს.

    „ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და დადგინდება ზუსტი მიზეზები, თუ რამ გამოიწვია შემთხვევა. ზოგადად, ტრანსპორტი როცა ავტობაზიდან გამოდის, უსაფრთხოების სისტემებზე შემოწმებას გადის. ამ ავტობუსს 2918 წლის ნოემბერში გავლილი აქვს ტექდათვალიერება, შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ავტობუსები ყოველ დილას მოწმდება მუხრუჭსა და სხვა სისტემებზე", - აცხადებს თამაზ რობაქიძე.

    დღეს დილით წყნეთში საქალაქო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×