სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი, დღეს დილით წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება:

    "სრული დაუცველობა. კიდევ ერთი ნიშანი, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის სისტემა მოშლილია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი საშიში" - წერს მესხიშვილი ფეისბუქზე.

    დღეს დილით წყნეთში საქალაქო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×