სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.

    მათიკაშვილი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტმა 10 ხმით აირჩია.

    რეგლამენტით, პირველი მოადგილის წარდგენის უფლება კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს.

    მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი მოადგილის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილს ეკავა, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

    შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას წასვლის შემდეგ, 5 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×