სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

    მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს.

    მერთან ერთად თანამდებობას ტოვებს მერიის რამდენიმე თანამშრომელიც. მათ შორის, სამსახურიდან მიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძე.

    დუგლაძე აცხადებს, რომ ის მახათაძის გუნდის წევრია და თანამდებობაზე დარჩენას არ აპირებს. რაც შეეხება მერის წასვლის მიზეზს, დუგლაძე განმარტავს, რომ მახათაძის ადგილი „ქართული ოცნების" გუნდში არ აღმოჩნდა.

    კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვეა, აქციები იმართება. აღნიშნული მოთხოვნით მოშიმშილეთა აქცია მერის სამუშაო ოთახის კართანაც გაიმართა.

    მახათაძის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას პირადი კეთილდღეობისათვის იყენებდა და ბიუჯეტის ფულით კომფორტს იქმნიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (12.02.2019)
    mokled gazga da cavida


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved