სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

    ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ" პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

    შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა. წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved