სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება.

    როგორც ჩუბინიძემ განაცხადა, ერთი წლის შემდეგ მარგველაშვილისთვის დაცვის შენარჩუნება საჭიროების მიხედვით მოხდება.

    „თუ იქნება საფრთხეები არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მას დაცვა აუცილებლად შეუნარჩუნდება. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ამ შემთხვევაში ექვსი თვე უკვე გასულია. თუ ექვსი თვის შემდეგ ბატონი გიორგი რაიმე რისკთან დაკავშირებული არ იქნება, მას დაცვით უზრუნველყოფა შეუწყდება", - განაცხადა ჩუბინიძემ.

    ანზორ ჩუბინიძემ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით წარადგინა.

    ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (12.02.2019)
    ისე რაში სჭირდება. მე მის ადგილას უარს ვიტყოდი ახლავე


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×