სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

    ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, შაბათს, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა, სუიციდის შემთხვევა იყო თუ არა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    "გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რადგან პირველადი ვერსიით ეს იყო სუიციდი, თუმცა, როდესაც მზად იქნება ექსპერტიზის პასუხი, უფრო ზუსტად გამოიკვეთება სურათი, იყო თუ არა ნამდვილად სუიციდი", -აცხადებენ შსს-ში.

    თბილისში 17 წლის მოზარდი "დირსის" კორპუსში, მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი მუხიანში ქირით ცხოვრობდა.

    თვითმკვლელობის მოტივი შეყვარებულთან დაშორება გახდა.

    "ერთმანეთი ძალიან უყვარდათ ამ ბიჭს და მის შეყვარებულს. სკოლის შემდეგ სულ ერთად ატარებდნენ დროს, სახლის წინ სკვერში იყვნენ მთელი დღე. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა გავიგეთ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა" - აცხადებს "დრონი.ჯი"-ს წყარო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved