სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

    "ორი ნაბიჯის" შემდეგ უკვე 2 თვეა "კოკა-კოლა" არც "კარფურში" იყიდება. "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ქსელთან მოლაპარაკება გრძელდება.  და თუ შეთანხმება შედგა, დისტრიბუციაც განახლდება. 

    "ბევრი თემა და საკითხია, რომლის დალაგებაც გვინდა როგორც "კარფურთან", ისე ყველა სხვა რითეილერთან. ჩვენი სურვილია, გავაფორმოთ ისეთი ხელშეკრულებები, რომელიც საერთაშორისო სტადარტის შესაბამისი იქნება. დღეს კი ასეთი სტანდარტის ხელშეკრულების დადება ქსელებთან არ ხდება. ყველას თავისი მოთხოვნები აქვს, მათ შორის, "კარფურს". 

    ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში ვართ, თუ შევთანხმდით, დისტრიბუცია განახლდება, მაგრამ, თუ ვერ შევთანხმდით, "კარფურში" "კოკა-კოლა" არ გაიყიდება და მორჩა. ჩვენ კი რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ყველა ობიექტს ვუფრთხილდებით, პატივს ვცემთ, მაგრამ პატივისცემა მათგანაც უნდა მოდიოდეს.

    რაც შეეხება "ორ ნაბიჯს", მან ჩვენი კონკურენტი არჩია და ახლა ის იყიდება ამ ქსელში. თუმცა ახლა "ორი ნაბიჯის" თემას საერთოდ აღარ განვიხილავთ. მათ ისეთი ფილოსოფია აქვთ, უკვე აღარც გვახსოვს მაგ ქსელის არსებობა. 

    სამაგიეროდ, არიან ისეთი ქსელები, როგორიცაა "ნიკორა", "ზღაპარი", "უნივერსამი" და ბევრი სხვა, რომლებთანაც ძალიან კარგი ბიზნეს-ურთიერთობა გვაქვს", - აცხადებს "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ჭყონია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გივი   (12.02.2019)
    მაგის დალევა რამდენად რეკომენდირებულია?

    ***   (12.02.2019)
    კარფურში არ გაიყიდება კი არა კი არა ,არავინ არ უნდა სვამდეს ამ ნაგავს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved