სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.02.2019

     გუშინ გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მამა ათანასე (კაპანაძე) შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

    „მოგესალმებით ყველას, ჩემს facebook -ის მეგობრებსა და სრულიად facebook-ის მომხმარებლებს. გუშინ შუა-დღეს დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006 წლი "ბენტლი", რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა. ხვალ რომ "პორშეს" საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს, ე.ი. ჩემიაა?

    ხალხო, ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა რაღცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორია ის უფრო უხარია, რომ, როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ. ღმერთმა დამიფაროს ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს.

    ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნბება შეგიძლიათ facebook -ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება და ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს, ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია. მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი, რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ალპურ ზონაში სადაც აღვიკვეცე და 8 წელი დავყავი, რაი იყო 2004 წლამდე და შემდგომ როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო".

    ქრისტესმიერი სიყვარულით არქიმანდრიტი ათანასე“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (13.02.2019)
    ნამდვილად სულ არ მაინტერესებს, ვის რა ქონება აქვს! აქ მთავარი სხვა რამეა, როგორი გზით აქვთ შეძენილი ეს ქონება, ჩემი და ჩემისთანების ძარცვით თუ პატიოსანი ბიზნესით? დღეს ხომ ყველა კარგად ათვითცნობიერებს, რომ საპატრიარქოში გაჩაღებულია ბიზნეს-ვაჭრობა, ე.წ. მღვდელმსახურები სამწუხაროდ ყველაფერს კადრულობენ და ამავდროულად ქვეყნის ხელისუფლებასაც განკარგავენ. ყველამ თავის საქმეს მიხედოს. რაც შეეხება ამ მღვდელს, კარგად ვხედავთ მის გაქსუებულ სახეს, რომელიც დარწმუნებული ვარ საკუთარი ოჯახის გასამდიდრებლად არაფერზე არ დაიხევს უკან!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved