სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2019

     (რეზონანსი) დღეს გამთენიისას გატაცებულ ლევან ძაძუასა და გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შორის კავშირი დადგინდა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

    ირკვევა, რომ კვირას რუსმა ოკუპანტებმა ორივე ერთად გაიტაცეს. მოგვიანებით კი ძაძუამ გამტაცებლებისგან თავის დაღწევა შეძლო.

    „პრაიმტაიმს" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დღეს დილით პირველ ოტობაიაში უამრავი სპეცრაზმელი მივიდა და ძაძუა სახლიდან ძალით გაიყვანეს.

    „ყველა გაოგნებული იყო. ძალიან პატიოსანი ოჯახის შვილია. მამა იქვე სოფელში დალაქად მუშაობს. მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ეტყობა რუსებს შეეშინდათ, რამე არ ეთქვა ისეთი, რადგან ექიმების გარდა, ისიც მოწმე იყო იმ ამბის, რაც ირაკლი კვარაცხელიას დამართეს გალში. ალბათ ახლა „დასამუშავებლად" წაიყვანეს", - აცხადებს რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც ობიექტური მიზეზებით "პრაიმტაიმი" არ ასეხელებს.

    პირველი ოტობაიადან 30 წლის ლევან ძაძაუას გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ერთი ვერსიით, ის სოხუმში წაიყვანეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    lekso kutaisi   (14.03.2019)
    ase viknebit sanam es liliputi kacis mets kvelapers ro gavs ikneba sakartvelohi

    მედეა   (14.03.2019)
    მაგასაც რამე არ დაუშაონ, რა გვეშველება, რა დღეში ვართ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved