სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2019

    ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე "ევექსის" კლინიკაში ხანძარია. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. 

    წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი კლინიკის სარდაფში, ტექნიკურ სათავსოს გაუჩნდა. შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. 

    "ანალიზების გასაკეთებლად მოვედი და რომ შევედი შენობაში უკვე ჩართული იყო სახანძრო სიგნალი. ნახევარი საათი არავინა რაფერი არ გვითხრა. არაფერი არ ხდებაო. ისეთი სუნი იყო, ხალხი ცხვირაფარებული დადიოდა. ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა ვიღაც და გვითხრა რომ დაცალეთ შენობაო. ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, პირველ სართულზე მგონი ჟანგბადის ბალონებს უკიდია ცეცხლი და იმის სუნიაო" - ამბობს ერთ ერთი თვითმხილველი "პრაიმტაიმთან".

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved