სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.03.2019

     (რეზონანსი) იაგო ნებიერიძეს ორი დღის წინ შევხვდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რაც ახალი შეწყვეტილი აქვს და დასუსტებულია, - ამის შესახებ განცხადება გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული იაგო ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა გააკეთა.

    როგორც ის განმარტავს, ნებიერიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად აქვს და არ ცრუობს, როცა სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზად სწორედ ჯანმრთელობის პრობლემას მიუთითებს.

    „ზოგადი სისუსტე აქვს, დასუსტებულია, აღნიშნავდა, რომ ჰქონდა უმადობა, ოფლიანობა, უძილობა. შესაბამისად, მივმართეთ დაწესებულებას და შემდეგში, რენტგენის ქვეშ გააკონტროლებენ. წინა პატიმრობის დროს ტუბერკულოზი აქვს გადატანილი და ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ისევ ტუბერკულოზი ჰქონდეს", - აცხადებს პაპოშვილი.

    ის გამორიცხავს ნებიერიძის მხრიდან სასამართლოში არგამოცხადების მიზეზად საქმის გაჭიანურებას.

    შემდეგი სასამართლო სხდომა 18 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

    შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    lekso kutaisi   (14.03.2019)
    advokati ki ara vis icav hen dedas hevtxare me

    lekso kutaisi   (14.03.2019)
    haadzaglet mag nabihvari camebit mokalit da dcvit


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×