სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     პოეტი დავით მაღრაძე საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ გუნდის  წევრებს ასახელებს.

    "კახა მიქაია, შოთა გლურჯიძე, ლევან და გია გაჩეგილაძეები, ლაშა ამირეჯიბი, ეს ის ადამიანებია,  ვისთანაც უკვე მოვასწარი დაკავშირება.  ყველას  დავუკავშირდები, ვისაც საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაქვს. ვინც  ერთად ვიწყებდი, ვინც სათავეებთან ვიდექით. ყველაფერი წავა ლოგიკით, არა „ქართული ოცნების“ ლოგიკით, არამედ, კაცობრიობის ისტორიაში გამოწრთობილი და გამოცდილი ლოგიკით. რაც მთავარია , გვინდა, შევქმნათ ასპარეზი  ახლგაზრდებისთვის“,  - განაცხადა დავით მაღრაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

    რაც შეეხება გოგა ხაინდავასა და კოკა გუნცაძეს, დავით მაღრაძის თქმით, ისინი მისი მეგობრები არიან და მეგობრების გზა, ადრე თუ გვიან, მაინც ერთდება.

    დავით მაღრაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის  პირველი შეკრება აპრილში გაიმართება.

    შეგახსენებთ, პოეტმა დავით მაღრაძემ 2009 წელს შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის  „დაიცავი საქართველო“ გაცოცხლება დაანონსა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (15.03.2019)
    მოღალატე დათოს! ხაინდრავასმსგავსი მეგობრები არ მოგაკლოს ღმერთმა. საინტერესოა, შენც მის მსგავსად გაიჩხერ ნემსებს, თუ უკვე გაჩხერილი დაიარები???

    ლინდა   (15.03.2019)
    ყველა ის მათხოვარი ბიძინასთან ხელგაშვერილები, რომ იდგნენ. ეს ქვეყნის დამაქცევრები ახალი ოინისთვის ემზადებიან, გამოფხიზლდით ხალხო ამ ფულზე გაგიჟებულ, სულით მათხოვრების გვერდით არ დადგეთ. თქვენც ისევე შეგაჩვენებთ ერი - პერსპექტივაში, როგორც დღეს ორჯონიკიძესა და მის მსგავს მოღალატეებს!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved