სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ისინი აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს და უკვე მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ოთახში იმყოფებიან. მათ შორის არის მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ონიანი.

    საქართველოს მოქალაქეების თქმით, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. მათი მტკიცებით, საბუთები წესრიგში აქვთ და ლარნაკაში ტურისტულად ჩადიოდნენ.

    "ყურადღებას არ გვაქცევს არავინ. არაფერს გვეუბნებიან. ყველა საბუთი გვქონდა მწყობრში, კაცი შვილი პატრონი არ გამოჩენილა. ჩვენით თუ რაღაცას ველაპარაკებით და ვაგებინებთ, მაგრამ გვეუბნებიან ჩვენ დაცვა ვართ და არაფერი საქმე არ გვაქვს თქვენთანო. საელჩოს დავურეკეთ, მაგრამ ვერ გავხდებითო ვერაფერსო. უფლება არ გვაქვს, ამათ კანონებს ვერ ვეწინააღმდეგებითო", - განაცხადა ონიანმა.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტზეა. უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა ტურისტული ვიზიტი ვერ დაადასტურეს, რასაც მათი საზღვარზე გაჩერება მოჰყვა. რვავე მგზავრს ლარნაკას სავარაუდოდ, შაბათს დაატოვებინებენ და საქართველოში დააბრუნებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved