სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა გვიან ამეტყველებულ ბავშვებზე ისაუბრა - თუ რა უშლის ხელს მეტყველების განვითარებას და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა:

    "განვითარებულ ქვეყნებში 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის აკრძალეს გაჯეტების, კომპიუტერის, ტელეფონის გამოყენება. თავის ტვინი მოწყობილია ისე, რომ ბუნებრივ მეტყველებას მეტად აღიქვამს მარცხენა ნახევარსფერო, ტელევიზორიდან წამოსულ ინფორმაცია კი აღიქმება მარჯვენა ნახევარსფეროს მიერ. თუ ბავშვი მოწყვლადია და ისედაც მეტყველების სირთულეები აქვს, მას ამის კომპენსირება გაუჭირდება.

    ბავშვი ტელევიზორიდან გაგონილს სიმღერასავით იმახსოვრებს და ინტონაციაც კი გადმოაქვს. როდესაც ბავშვი პატარაა და მის ცხოვრებში ორი ენა პარალელურად შემოდის, მისთვის ძალიან რთულია გამიჯნოს, რომელია ქართული და რომელი სხვა. ძალიან ბევრი ბავშვი ქართულად უცხოენოვანი აქცენტით საუბრობს, თითქოს ქართველი არ არის. ესეც ტელევიზორიდან წამოსული ინფორმაციის ბრალია. ფსიქოლოგების რეკომენდაციაა, რომ ბავშვმა ჯერ დაიწყოს მშობლიური ენა და შემდეგ მოხდეს სხვა ენების ათვისება.

    ძალიან ბევრმა მშობელმა დააგვიანა სპეციალისტთან მიმართვა იმის გამო, რომ მამამაც გვიან დაიწყო საუბარი, ან მოსაზრება აქვს, რომ ბიჭები გვიან იწყებენ საუბარს. როდესაც მამამ გვიან დაიწყო საუბარი, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მამასაც პრობლემები ჰქონდა. რაც ეხება ბიჭებს, ბიჭები ზოგადად უფრო გვიან ყალიბდებიან, მაგრამ ზოგადი სტანდარტი ბიჭებზე და გოგონებზე ერთნაირად ვრცელდება", - განაცხადა "იმედის" ეთერში ნეიროფსიქოლოგმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×