სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     (რეზონანსი) 26 წლის გიგი გეგეჭკორს ოჯახი უკვე მე-7 დღეა ეძებს. გიგი გეგეჭკორის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

    "გიგი არ ვიცი შვილო, სად გეძებო, რა გავაკეთო დედა, შენს მეგობრებთან ერთად კარდაკარ დავდივარ და დაგეძებთ შვილო. შენი 4 წლის დისშვილიც, შენი ელიც იძახის: მეც წამოვალ გიგი უნდა მოვძებნოო. რომ ვტირივარ მეკითხება, რატომ ვტირივარ? შენი გიგი გინდაო? მოდი დედა, მოდი შვილო, გელოდებით დე. მარტო არ ხარ. უკეთილშობილესი შვილი ხარ დედა, ჩემი ტკბილი, თბილი, მოსიყვარულე შვილი დედა. გელოდები დე, მიყვარხარ და მენატრები. შენი ერთი გულში ჩახუტება მთელი სამყაროა დედა. ღმერთო გევედრები დამიბრუნე ჩემი ჩვილი"- წერს გიგი გეგეჭკროს დედა.

    გიგი გეგეჭკორი ბოლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია, თითქოს ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში, არ დადასტურდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (15.03.2019)
    მეც ვუერთდები დედის ლოცვას-ღმერთო საღსალამათი დააბრუნე ეს ბიჭი დედასთან, ნუ გაგვხდი კიდევ ერთი ცუდი ამბის შემსწრეთ, გვაკმარე, რამდენი ახალგაზრდა დავკარგეთ 2019 წელს, გვაკმარე და საწყალი კვარაცხელია ყოფილიყოს ბოლო მსხვერპლი.ამინ! გ ა გ ვ ა ხ ა რ ე კარგი ამბებით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×