სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     (რეზონანსი) ექსპერტ ირაკლი თოიძის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს, რომლიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს, ექსპერტიზა უკვე ჩატარებული ჰქონდა.

    ირაკლი თოიძის თქმით, დაზიანებები, რაც კვარაცხელიას სხეულზე აღენიშნებოდა, თვითმკველობის შედეგადაა მიყენებული თუ მკვლელობის, ამას საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უპასუხონ. მისი თქმით, ამაზე წინასწარ, ვარაუდის დონეზე დასკვნებს ვერ გააკეთებს, ვინაიდან ექსპერტიზა მხოლოდ დაზიანებებს აღწერს.

    როგორც ექსპერტი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა საბოლოო ლაბორატორიულ დასკვნებს მიიღებს, საერთო ანალიზით შესაბამის შედეგს/დასკვნას დადებენ. მისი თქმით, საბოლოო დასკვის გაკეთებას კი ექსპერტიზა ერთი თვის ვადაში შეძლებს.

    ექსპერტის განმარტებით, გარდაცვლილის სხეულზე ელექტროშოკის კვალი არ შეუმჩნევია.

    „რაც შეეხება დაზიანებებს, გვამი ჩვენთან როცა შემოვიდა, გაკვეთილი იყო. პირველადი ექსპერტიზა ალბათ, სოხუმში იყო ჩატარებული, საიდანაც გადმოასვენეს. ჩვენთან ექსპერტიზა ხელმეორედ ჩაუტარდა. დაზიანებებს რაც შეეხება, სხვა, მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში მარცხნივ სისხლნაჟღენთის სახით, ასევე მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, შუბლთან - რა სახის დაზიანებებია მათი გარკვევა და წარმოშობის მიზეზი ცოტა საეჭვო იყო, იმიტომ, რომ გვამი უკვე ლპობაში იყო. ამიტომ, ამ მიდამოებიდან გვამური მასალა იქნა აღებული და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი მოგვცემენ პასუხს ეს სიცოცხლისდროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული", - განაცხადა ირაკლი თოიძემ.

    28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×