სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     (რეზონანსი) თელავში, შუამთის ტყესთან დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის დროს გარდაცვლილი 29 წლის ნიკა გუჯეჯიანია.

    „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გუჯეჯიანი საქართველოს ბანკის მარკეტინგის ყოფილი მენეჯერი იყო. ვაზიანი-გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, შუამთის ტყესთან ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო ავტომობილს „ჯიპის" მარკის მანქანა შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×