სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     (რეზონანსი) გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ძმა აცხადებს, რომ ძმის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ იგი ნაწამებია.

    „თვალის და წამწამების მიდამოები გახეთქილი აქვს, შუბლი - დალურჯებული. მხარის და ზურგის არეში ჩალურჯებები აქვს. მუცლის და თირკმლის არეში აქვს ასევე ჩალურჯებები. ბარძაყებსა და ფეხის არეშიც აქვს ნარტყმევი. ნაწამებია გაჭირვებული და ბოლოს ვითომ თავი ჩამოიხრჩო, სისულელეა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" პაატა უზარაშვილი.

    გარდაცვლილის ნახევარძმა აცხადებს, რომ ხვალაც, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს, სასახლეში ჩასვენებამდე, ხვალ კიდევ ერთხელ დაათვალიერებს.

    "ექსპერტიზის დასკვნა იქნება 45 დღეში. რა თქმა უნდა დასკვნასაც დაველოდები, თუმცა ექსპერტმა ცხედრის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ჯერ მოკლულია და მერე დაკიდებული. პასუხს მაინც დაველოდები",- ამბობს პაატა უზარაშვილი.

    29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 11 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (15.03.2019)
    გამოსაყვანია მოსახლეობა ნელ-ნელა აფხაზეთიდან და თუ ძალა არ ვიხმარეთ და არ დავიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები არ გვაკმარებენ ქართველების ხოცვას,სხვაგვარად რა უნდა გაკეთდეს იმისთანა რომ დავიბრუნოთ ტერიტორია,მარტო ლაპარაკი,რეზოლუციები,ვაი-ვაის ძახილი არ გვშველის.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved