სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.03.2019

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გიგი გეგეჭკორთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

    შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარე, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (15.03.2019)
    ვაიმე შვილო როგორ იმედი მქონდა ცოცხალი სადღაც იქნებოდი,უბედური შენი დედა და ახლობლები,რატომ შვილო რატომ?სიცოცხლეზე ძვირფასი საიკვდილი იყო შენთვის?თუ რაიმე პრობლემა გქონდა გეთქვა დედისთვის,ან თუ ვინმემ გაგიმეტა რისთვის?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×